07 ივნისი 2018, 14:18
პაატა კუპატაძე
ბელორუსში კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ბელარუსში კორუფციის ბრალდებით რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. ამის შესახებ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ვაკულჩიკი იტყობინება.
„საუბარია არაერთ ჩინოსანსა და სისხლის სამართლის საქმეზე. მათ დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი,“-აცხადებს ვაკულჩიკი, თუმცა დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს.
კორუფციასთან ბრძოლა ბელარუსის ხელისუფლებამ მაისის ბოლოს გაააქტიურა. 2 კვირის წინ სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით პრეზიდენტ ლუკაშენკოს თანაშემწე სერგეი როვნენკო დააკავეს.





