„ხალხის საჭიროებებს ყურადღებას არ აქცევენ“ - „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას განაგრძობს
მსოფლიო

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
„ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფი საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას განაგრძობს. მოქალაქეები პროტესტის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე საუბრობენ. ყურადღებას ამახვილებენ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების პრობლემებზე, ასევე კრიზისზე, რომლის წინაშეც საფრანგეთი აღმოჩნდა. ადგილობრივების თქმით, სახელმწიფომ მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს.
„სტუდენტების პროტესტი სკოლებში არსებული პირობებისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო დაიწყო, რაც შემდეგ პარიზში ზოგადი ცხოვრების პირობებისა და საარსებო ხარჯების საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. მიმაჩნია, რომ სტუდენტებს უფლება აქვთ გაბრაზებულები იყვნენ და ეს გამოხატონ, რადგან ხალხის საჭიროებებს ყურადღებას არ აქცევენ“, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში ერთ-ერთმა მოქალაქემ.





