23 ოქტომბერი 2026, 10:00
რუბიომ და რუტემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
მსოფლიო

მარკ რუტე მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, რომლის დროსაც მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ და რუტემ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებზეც იმსჯელეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა დეკემბერში გასამართი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც იყო.





