ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ ფოიერვერკის ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები სასწავლო დაწესებულების შიგნით გამოიყენა, რის შედეგადაც 40 მოსწავლე დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ ფოიერვერკის ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები სასწავლო დაწესებულების შიგნით გამოიყენა და პიროტექნიკა თანასკოლელების მიმართულებით ისროლა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად დაშავდა 40 მოსწავლე. სკოლის დირექციის თქმით, ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლიცეუმის პედაგოგებმა დღის მეორე ნახევარში სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამავე ლიცეუმსა და ლიონის სხვა სასწავლო დაწესებულებებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ათამდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის დირექტორი და მთავარი საგანმანათლებლო მრჩეველი.





