23 ნოემბერი 2026, 14:48
ჩინეთში დრონების შოუ გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კვირეულისადმი მიძღვნილი დრონების შოუ გაიმართა. ხუთი ათასმა დრონმა ჩინეთისა და ასოციაციის ქვეყნების თანამშრომლობის სიმბოლოები და ღირსშესანიშნაობები გამოსახა, დრონებმა ქალაქის სიმბოლო, გიგანტური კამელიის ყვავილიც შექმნეს. დრონების შოუ გაიმართა ჰონგ-კონგშიც, სადაც ნავსადგურის თავზე ცა ორი ათასმა საფრენმა აპარატმა გაანათა. მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენის ფარგლებში დრონებმა ცაზე ქალაქის სიმბოლოები გამოსახეს.





