ზელენსკიმ ლიბიაში რუსულ გემზე იერიში დაადასტურა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტ „მერკურიზე“ იერიში მიიტანეს.
ზელენსკის თქმით, კორვეტის ჩასაძირად სამხედროებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის „ერთ-ერთი უახლესი გემი“, რომელიც შეიარაღებაში უკვე სრულმასშტაბიანი ომის დროს, 2023 წელს მიიღეს. ზელენსკის მტკიცებით, კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი კა-27-იც.
უკრაინული დრონების კიდევ ერთი სამიზნე გახდა რუსული მშრალტვირთმზიდი „ანგარა“, რომელიც იარაღის გადასაზიდად გამოიყენებოდა, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბენღაზის პორტში მდგარ რუსულ კორვეტზე იერიში 22 ნოემბრის ღამეს მიიტანეს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მას დასავლეთ ლიბიაში მდებარე, უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებადი ბაზიდან გაშვებული დრონები დაესხნენ თავს. „ალ-ჯაზირამ“ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად რუსები და ლიბიელები დაიღუპნენ.





