23 ნოემბერი 2026, 11:37
კიევის ოლქში რუსეთის დარტყმას 11 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
კიევის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დიმერის დასახლებულ რაიონში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
რუსული დრონი 5-სართულიან სახლს 22 ნოემბრის ღამეს მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მაშველები 14 ადამიანს ვერ უკავშირდებოდნენ.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.





