23 ნოემბერი 2026, 11:14
მექსიკაში წყლის ხარისხი გააპროტესტეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩებში გასულმა ათასობით ადამიანმა ხარისხიანი სასმელი წყლისა და მისი რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა მოითხოვა.
ქალაქს რამდენიმე თვეა, უსიამოვნო სუნის, ნალექიანი წყალი მიეწოდება, ზოგიერთ უბანში კი წყალმომარაგება ხანგრძლივი დროით წყდება.





