ტრამპი: არ მინდა ვისაუბრო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ - როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ უსაფრთხოების რა გარანტიების მიცემისთვის არის მზად ვაშინგტონი უკრაინისთვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ პირველ რიგში „შეთანხმება უნდა დაიდოს“.
პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, თუ უსაფრთხოების რა გარანტიების მიწოდება შეუძლიათ ამერიკელებს უკრაინისთვის. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ იცის“ და ახლა ამ თემაზე საუბარი „არ სურს“.
„არ მინდა ვისაუბრო უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
იმავე პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი მას არწმუნებდა, რომ უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო „ახლა იოლი დრო არ უდგას“.





