ტრამპი: პუტინმა პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე პატარა რაკეტა შეცდომით გაგზავნა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ, ტრამპი მიიჩნევს, რომ გასულ ღამეს რუსულმა რაკეტებმა პოლონეთზე იერიში „შეცდომით“ მიიტანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე პატარა რაკეტა შეცდომით გაგზავნა“, - ციტირებს ტრამპს Fox News-ის ჟურნალისტი აიშა ჰასნი.
გარდა ამისა, Fox News-ის ჟურნალისტთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვერაფერს იღონებს“ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მანამდე საჯაროდ გამოხატა აღშფოთება ჩინეთში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვლადიმiრ პუტინის მეგობრული ურთიერთობის გამო.
უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის დროს რამდენიმე რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ პოლიგონის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ ჯარების წვრთნები მიმდინარეობდა. საპასუხოდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მსგავს ინციდენტებს შემთხვევითობად ვეღარ მიიჩნევს და მათ წინასწარ განზრახულ პროვოკაციად განიხილავს.





