მედია: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში ქიმიურ ქარხანას დაარტყეს - საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქება და ხანძარი დაფიქსირდა
მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შემდეგ, საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. როგორც მედია იუწყება, თავდასხმის სამიზნე სააქციო საზოგადოება „დოროგობუჟის“ ქიმიური ქარხანა იყო.
საწარმო სასუქებს, ამიაკსა და აზოტზე დაფუძნებულ სხვა ქიმიურ ნივთიერებებსა და კომპონენტებს აწარმოებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არის დაკავშირებული.
მედიის ცნობით, ქარხანა უკრაინის თავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა, მათ შორის, მიმდინარე წლის თებერვალში.
უკრაინის სამხედრო უწყებას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, რა მასშტაბის ზიანი მიადგა საწარმოს.





