18 ნოემბერი 2026, 18:27
Sky News: სამი ლიდერი APEC-ის სამიტზე პირველად შეხვდა ერთმანეთს
მსოფლიო

Sky News
გაზიარება
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი APEC-ის სამიტის ფარგლებში, მათი მომავალი ისტორიული შეხვედრის წინ, ერთად პირველად გამოჩნდნენ, - წერს ბრიტანული მედიასაშუალება Sky News-ი.
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ამის შემდეგ ლიდერებმა APEC-ის სხვა მონაწილეებთან ერთად საერთო ფოტო გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინმა პუტინი თავისი მეუღლის გვერდით მიიყვანა, ხოლო ტრამპს უთხრა, რომ მის გვერდით დამდგარიყო.





