18 ნოემბერი 2026, 19:49
კრემლი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები APEC-ის სამიტის პლენარული სესიის დასრულების შემდეგ იგეგმება
მსოფლიო

Reuters
გაზიარება
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ორმხრივი მოლაპარაკებები APEC-ის სამიტის პლენარული სესიის დასრულების შემდეგ იგეგმება.
როგორც რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ზუსტი დრო სწორედ პლენარული სხდომის დასრულებას უკავშირდება.
„თქვენ, ჟურნალისტებმა, [პუტინისა და ტრამპის ორმხრივი შეხვედრის] დაწყებას პლენარული სესიის დასრულების შემდეგ უნდა ელოდოთ“, - აღნიშნა უშაკოვმა.





