18 ნოემბერი 2026, 18:59
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა და ჩინეთმა ხუთშაბათის მოლაპარაკებები რუსეთზე ზეწოლისთვის უნდა გამოიყენონ
მსოფლიო

ანდრეი სიბიგა
GettyImages
გაზიარება
უკრაინის საგნმარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ხუთშაბათის მოლაპარაკებები რუსეთზე ზეწოლისთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან თითქმის ხუთწლიანი ომი დაასრულოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის მეშვეობით ამ ორმა გლობალურმა ლიდერმა პუტინს არ შეუქმნას გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნების მცდარი შთაბეჭდილება“, - განაცხადა სიბიგამ.
„ტონი განსხვავებული უნდა იყოს - ზეწოლა პუტინზე და მათ აქვთ ზეწოლის ბერკეტები ამ ომის დასასრულებლად“, - დასძინა მან.





