რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა
მსოფლიო

ფოტო: TASS
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი დღეს დასრულდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დღევანდელი მოლაპარაკებები 4,5 საათს გრძელდებოდა. მხარეებს 40-წუთიანი შესვენებაც ჰქონდათ გამოცხადებული.
სამმხრივი მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.
სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე მედიისთვის დახურული ფორმატით მიმდინარეობდა. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ბოლოს რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებები 18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.





