10 ნოემბერი 2026, 14:35
აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა
მსოფლიო

ფოტო: TASS
გაზიარება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეები შესვენებაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან ორ საათში გავიდნენ.
სამმხრივი შეხვედრა მედიისთვის დახურული ფორმატით მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ბოლოს რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებები 18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.





