მაკრონმა საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაში ულტრამემარცხენეები დაადანაშაულა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Facebook
ემანუელ მაკრონმა თანამოქალაქეებს მიმართა იმ ძალადობისა და ძარცვის ფონზე, რომლებშიც საპროტესტო აქციები გადაიზარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებში ულტრამემარცხენე პოლიტიკოსები დაადანაშაულა.
„შაბათს, 17 ოქტომბერს, ულტრამემარცხენე დაჯგუფებების ამბოხებულებმა, რომლებსაც მრავალი დამნაშავე შეუერთდა, ჩვენს ქალაქებში უკონტროლო ძალადობა მოაწყვეს. გაიძარცვა მაღაზიები, თავდასხმა განხორციელდა საზოგადოებრივ შენობებზე, სავაჭრო ობიექტებსა და მერიებზე. ზოგიერთი შენობა განადგურდა კიდეც. რამდენიმე ასეული პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მთავრობა აქციების დროს დაზარალებულ ბიზნესებს დაეხმარება. მან ასევე განაცხადა, რომ წესრიგის ყველა დამრღვევი პასუხისგებაში მიეცემა.





