19 ოქტომბერი 2026, 09:27
სერგეი ლავროვი: ზელენსკის არ სურს მოლაპარაკებები. მან ის არაერთხელ ჩაშალა
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: Facebook
გაზიარება
ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს, - ამის შესახებ ბაჰრეინში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტისთვის რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის მისაღები ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია, რადგანაც ეს მისი რეჟიმის დასრულებას ნიშნავს.
„ზელენსკის არ სურს მოლაპარაკებები. მან ის არაერთხელ ჩაშალა. ეს იმიტომ ხდება, რომ მას ესმის - რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის მისაღები ნებისმიერი შეთანხმება მისი რეჟიმისა და პირადად მის დასასრულს ნიშნავს“, - მიიჩნევს ლავროვი.





