პეტერ მადიარი: ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას
მსოფლიო

პეტერ მადიარი
ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა პეტერ მადიარმა საფრანგეთსა და ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ღონე უნდა გამოიყენონ, რათა შვილებსა და შვილიშვილებს კონტინენტი შეუნარჩუნონ.
„ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას და რატომ არ შევასუსტებთ ჩვენი საზღვრების დაცვასა თუ საიმიგრაციო პოლიტიკას ნებისმიერი სახის ზეწოლის მიუხედავად.
ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ჩვენი კონტინენტი შევინარჩუნოთ შვილებისა და შვილიშვილებისთვის“, - დასძინა მან.





