სკოტ ბესენტი: პრეზიდენტი ზელენსკი თავის ევროპელ პარტნიორებს არ აკრიტიკებს. ევროპელები მნიშვნელოვნად აფინანსებენ რუსეთის სამხედრო მანქანას
მსოფლიო

სკოტ ბესენტი
ფოტო: Getty Images
ამერიკის სახაზინო მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტი ორმაგი მიდგომის გამო გააკრიტიკა. სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების გამო არ აკრიტიკებს, ბესენტმა გაიხსენა, რომ ევროპა განაგრძობს რუსული პროდუქციის იმპორტს, დიდმა ბრიტანეთმა კი მაისში რუსული ნავთობით წარმოებულ საწვავს ემბარგო მოუხსნა.
„ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ჩვენი მხრიდან მოიხსნა, დიზელის ემბარგოა. სხვათა შორის, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობისგან წარმოებულ დიზელის საწვავს ემბარგო მაისში მოუხსნა. ამაზე რატომ არ გამოხატავს დანარჩენი მსოფლიო აღშფოთებას? პრეზიდენტი ზელენსკი თავის ევროპელ პარტნიორებს არ აკრიტიკებს. ევროპელები მნიშვნელოვნად აფინანსებენ რუსეთის სამხედრო მანქანას. ამერიკას შემოაქვს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული საქონელი, საიდანაც 1,8 მილიარდი დოლარი სასუქზე მოდის, ევროპული იმპორტი კი, ათჯერ მეტია“, - ამბობს ბესენტი.





