რა ვითარებაა საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებში - ბოლო ცნობები „იმედის კვირაში“
მსოფლიო

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ფრანგული პოლიციის ცნობით, პარიზში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გულის უკმარისობით დაიღუპა. საფრანგეთში ამ ეტაპზე დაკავებულია, სულ მცირე, 2 ათასამდე მოქალაქე, დაშავებულია 600-ზე მეტი სამართალდამცველი და მეხანძრე, პარიზსა და სხვა ფრანგულ ქალაქებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ქუჩებში გამოსული.
ქალაქ სენტ-ეტიენში აქციის მონაწილემ ხელი დაკარგა, კიდური დაკარგა ქალაქ ლენსში მიმდინარე აქციის მონაწილემაც, 14 წლის მოზარდს ყბა მოტეხეს, „ევრონიუსის“ ჟურნალისტთა ჯგუფი კი ალყაში მოაქციეს და გაძარცვეს.
ბოლო ცნობებს ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქალაქების შესახებ ლეო სიხარულიძე გიამბობთ.





