18 ოქტომბერი 2026, 14:44
აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა, არის მსხვერპლი
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ორი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა კანზასის შტატის საფეხბურთო მოედანზე მომხდარი შემთხვევისას. სტადიონზე სატვირთო ავტომობილი ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს შევარდა. დაღუპულია 6 წლის ბიჭი და 35 წლის მამაკაცი.
ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა, რომელიც პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულია. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.





