18 ოქტომბერი 2026, 14:40
ლაიპციგის აეროპორტში ინციდენტის გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაიკეტა
მსოფლიო

გაზიარება
ლაიპციგის აეროპორტი დღეს დილით პერიმეტრის ღობის დარღვევის გამო იყო დახურული. გავრცელებული ცნობით, ტერიტორიაზე ავტომობილი შეიჭრა. აეროპორტში ჩხრეკა უკვე ჩატარდა თუმცა ფედერალური და სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო პირების ან ნივთების კვალი ვერ აღმოაჩინეს.
საგანგებო ზომები აგვისტოში მომხდარი ინციდენტის ფონზე მიიღეს, რომლის დროსაც უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად დრონის ნაწილები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.





