ტრამპი: იმ ფულით, რასაც ევროპა ზელენსკის აძლევს და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა - მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა, მისი ქვეყანა განადგურებულია, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მარტივია - მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მშვიდობის დამყარების მოლაპარაკების პროცესში ვარ და არ მინდა გავაკეთო რამე, რაც სულელურად დააფრთხობს და ჩამოაშორებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„დიდი პროგრესი შეინიშნება და ეს მოიცავს მძევლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსაც! ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ამ ეტაპზე სწორედ ამას გამოიწვევს, მე კი მისი ხელმოწერა მოგვიანებითაც შემიძლია, ან ნებისმიერ დროს, როცა მინდა!
ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კი ისაა, რომ რუსეთი ძალიან ცოტას აკეთებს (თუ საერთოდ აკეთებს რამეს) ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო, და მე მინდა ასეც დარჩეს და დარჩება კიდეც, თუ სულელი ადამიანები არ ჩაერევიან.
და ბოლოს, ზელენსკი სამიზნედ იყენებს რუსეთში არსებულ დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს, იცის რა, რომ ეს თავდასხმები სერიოზულად აზიანებს მსოფლიო დიზელის ბაზრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ფერმერები და ყველა სახის ბიზნესი დიდად ზარალდება ამით, თუმცა რუსეთი, მიუხედავად ამისა, დაბალ ფასად აგზავნის მილიონობით ბარელ დიზელს მსოფლიოში.
ზელენსკის ეს არ ადარდებს და, მართალი რომ ვთქვა, იმ მთელი ფულით, რასაც ევროპა აძლევს მას და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა. მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა. მისი ქვეყანა განადგურებულია, მისი მიწების დიდი ნაწილი დაკარგულია, ზღვები წართმეული აქვს, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - ბევრი დაჭრილია და/ან დაღუპული. მე მინდა ეს ომი დასრულდეს“, - დასძინა ტრამპმა.





