18 ოქტომბერი 2026, 17:11
შავ ზღვაზე დრონების ჩამოგდების შემდეგ რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრისა და მათი ჩამოგდების შესახებ იტყობინება. უწყების ინფორმაციით, სამხედროებმა შეატყობინეს, რომ დრონები 6-წუთიანი შუალედთ ქვეყნის საჰაერო სივრცეში საღამოს შენიშნეს და F 16 -ების გამოყენებით ქალაქ სულინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ის დაშორებით ჩამოადგეს.
როგორც რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ინციდენტთან დაკავშირებით მათ უკვე შეატყობინეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს. ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის.





