ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-ის ჟურნალისტთან, ჯონათან კარლთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის უნდა ჩატარდეს კენჭისყრა და ვინ უნდა აირჩიონ.
„მაგრამ თუ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურდა უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. მე ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპს რეალურად სურს რაიმე ცვლილებები საარჩევნო პროცესში, ამაზე უკვე ვისაუბრე მის გუნდთან. ამიტომ, გთხოვთ, გადასცეთ პუტინს: მოგვეცით ამოსუნთქვის საშუალება 2 თვით, 60 დღით. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით - და ჩვენ არჩევნებს გავუწევთ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით მივიღოთ ჩვენი ხალხის ნებისმიერი არჩევანი, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო. ტრამპის თქმით, აშშ ეუბნებოდა ზელენსკის, რომ მას „რუსეთთან დაკავშირებით ყველაფრის გაკეთება შეეძლო“, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არ უნდა დაერტყა, რადგან ეს „მსოფლიო პრობლემაა“. მომდევნო დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მოსკოვი უკრაინულ ენერგეტიკაზე დარტყმებს შეაჩერებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა. მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო.





