ანდრეი სიბიგა ტრამპის განცხადებაზე: ზელენსკის ხალხის მხარდაჭერა აქვს
მსოფლიო

ანდრეი სიბიგა
ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლის აუცილებლობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ქვეყანას და იბრძვის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ ხალხს აქვს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.





