ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად იქნება შეაჩეროს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმების მიყენებას ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება. მისი თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა დღესვეა შესაძლებელია, მაგრამ ვლადიმერ პუტინს ამის გაკეთება არ სურს.
„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ ის. ენერგეტიკაზე დარტყმების შეჩერება დღესვე არის შესაძლებელი, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეაჩეროს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმების მიყენებას ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.





