11 ოქტომბერი 2026, 17:26
ფიცო ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებას მიესალმა
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Reuters
გაზიარება
სლოვაკეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიზელის საწვავის მიწოდებაზე მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და იგივე უნდა გააკეთოს ევროკავშირმაც, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს სანქციები უწესოს და საწვავში უზარმაზარი თანხები იხადოს.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.





