10 ოქტომბერი 2026, 21:01
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა.
ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა“.
„ვფიქრობ, უკრაინისთვის უკეთესი იქნება ახალი ლიდერის არჩევა, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეეძლება. რატომღაც, ზელენსკი გარიგებებზე არასდროს მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.





