05 ოქტომბერი 2026, 22:01
ბელგიის ექსპრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

გი ვერჰოფსტადტი
politico
გაზიარება
ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტის ყოფილი წევრისა და ბელგიის ექსპრემიერის გი ვერჰოფსტადტის, წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.
საქმე ეხება 2009-2019 წლების პერიოდს, როდესაც ის ევროპარლამენტში ლიბერალურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.
Politico-ს ცნობით, გამოძიება ევროპარლამენტში სტაჟიორების დასაქმებასა და მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენებას ეხება.





