Bloomberg: რუსეთი წელს ომზე დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
მიმდინარე წლის ბოლოსკენ რუსეთის ბიუჯეტიდან თავდაცვაზე გამოყოფილი თანხის მოცულობა 17 ტრილიონ რუბლს, ანუ 199 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნული თანხა 40%-ით აღემატება 2025 წლის ბოლოს დაგეგმილ ასიგნებებს.
თანხის იგივე მოცულობის დახარჯვას ომზე რუსეთი 2027 წელსაც გეგმავს.
Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვს თავიდან გაცხადებული ჰქონდა, რომ თავდაცვაზე ხარჯებს არ გაზრდიდა და ამით ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებდა, თუმცა ახალი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ამოცანის შესრულება შეუძლებელია.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე წელს სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალასკაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნდა, რომ ომის შეჩერება მოსკოვისთვის მისაღები პირობებით ვერ მოხდება.





