28 სექტემბერი 2026, 09:08
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს
მსოფლიო

ფოტო: The guardian
გაზიარება
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები, ხოლო დატბორილი გზებისა და დაზიანებული სადენების გამო ტრანსპორტის მოძრაობაში მასშტაბური შეფერხებებია.
ქუინსსა და ნიუ-ჯერსიში ქუჩები მთლიანად დაიტბორა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას მხოლოდ სამშაბათისთვის პროგნოზირებენ.




