22 სექტემბერი 2026, 12:29
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
თურქეთის დასავლეთით, ქალაქ თურგუთლუში სკოლასთან სროლა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 15 წლის მოსწავლემ ცეცხლი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გახსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს.





