ტრამპი ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2018 წლის იანვარში ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამას წარადგენს, რომელიც ტრილიონი დოლარი დაჯდება. გაზეთ The Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის მრჩევლები გამოდიან ინიციატივით, ინფრასტრუქტურისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან 200 მილიარდი დოლარი გამოყონ, დანარჩენი 800 მილიოარდი კი კერძო ინვესტორებმა და რეგიონულმა ხელისუფლებებმა უნდა გადაიხადონ. ამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფედერელური ბიუჯეტის სხვა ნაწილებში ხარჯებს შეამცირებს.
გაზეთი წერს, რომ შესაძლოა კონგრესმა ტრამპის გუნდის ეს ინიციატივა ჩააგდოს, რადგან ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამას ამერიკის მოსახლეობა უჭერს მხარს. The Wall Street Journal-ს მონაცემებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც ამ ინიციატივას ტრამპის ამომრჩევლების გარდა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა ნაწილიც ემხრობა.
2 დეკემბერს აშშ-ის სენატრმა მხარი დაუჭირა საგადასახადო რეფორმის კანონს.





