26 ნოემბერი 2017, 18:51
CNN-ი ტრამპს: მსოფლიოში აშშ-ის წარმოჩენა ჩვენი კი არა თქვენი საქმეა
მსოფლიო

გაზიარება
CNN-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებებს პასუხობს და Twitter-ზე წერს, რომ აშშ-ის იმიჯის წარმოჩენა მსოფლიოში არა ტელევიზიის, არამედ ქვეყნის პრეზიდენტის საქმეა.
It's not CNN's job to represent the U.S to the world. That's yours. Our job is to report the news. #FactsFirst 🍎
— CNN Communications (@CNNPR) November 25, 2017
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასდო ბრალად.





