ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

აქცია ჰონ-კონგში
ფოტო: Twitter @SCMP_News
ჰონგ-კონგში, ათასობით ადამიანმა დაკავებული პოლიტიკური აქტივისტების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ გაზეთი South China Morning Post წერს.
ხუთშაბათს სასამართლომ 3 დაკავებულ აქტივისტს, რომლებიც 2014 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, 6-იდან 8 თვემდე პატიმრობა მიუსაჯა. დღევანდელ აქცია დემონსტრანტებს ყვითელი ქოლგები ეჭირათ, რაც 2014 წლის საპროტესტო აქციების სიმბოლოა.
Thousands decry jailing of activists in ‘biggest rally since Occupy’ https://t.co/Z4IHVqwznB pic.twitter.com/GT6rGPaFgZ
— SCMP News (@SCMP_News) 20 августа 2017 г.
2014 წლის შემოდგომასა და ზამთარში ჰონგკონგში მასობროვო საპროტესტო აქციები გაიმართა. მოძრაობა Occupy Central-მა თითქმის სამი თვის განმავლობაში ქალაქის ცენტრი დაიკავეს. ისინი ჰონკონგის ადმინისტრაციის მეთაურის პირდაპირი წესით არცევას ითხოვდნენ.





