კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: პუტინი ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს
მსოფლიო

მაიკლ მაკკოლი
ფოტო: GettyImages
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა ბაიდენის ადმინისტრაციის უკრაინა-რუსეთის მიმდინარე კონფლიქტისადმი მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს.
„მე ვერ ვხედავ, რომ პუტინი თავის მოქმედებებს ცვლიდეს. ის ძალიან აგრესიული ხდება. უკრაინის გარშემო მარყუჟი იჭიმება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ახლა რუსეთისთვის სანქციების დაწესება სურს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაუქმოთ სანქციები, თუ ეს პუტინის ცუდ ქცევას შეაჩერებს, მაგრამ თუ ამას წაახალისებთ და შედეგები არ მოჰყვება, ეს გაგრძელდება“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.
მაიკლ მაკკოლმა ასევე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის მრავალრიცხოვანი დათმობები, როდესაც საქმე რუსეთს ეხებოდა.
„ვფიქრობ, ჯო ბაიდენი უამრავ დათმობაზე წავიდა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. ამიტომაც პუტინი სისუსტის სუნს გრძნობს. საუბარია პუტინის მილსადენზე ევროპაში. კონგრესმა სანქციები მიიღო გაზსადენის შესაჩერებლად. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უარს იტყოდა ამ სანქციებზე შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კონგრესმენმა.





