აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, მაიკ პენსი და კამალა ჰარისი სატელევიზიო დებატებს გამართავენ
მსოფლიო

მაიკ პენსი და კამალა ჰარისი
ფოტო: Twitter
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სატელევიზიო დებატებს გამართავენ.
დებატები სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება და თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ დებატების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მაიკ პენსმა და კამალა ჰარისმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარეს და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„არასდროს ყოფილა არჩევანი იმდენად მკაფიო, როგორც ახლა არის. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, ამერიკელ ხალხს მივმართო და ვიმედოვნებ, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით დარჩება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.
თავ ის მხრივ, „დემოკრატმა“ სენატორმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსთან ბრძოლაში არაეფექტურობისთვის გააკრიტიკა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო კორონავირუსის პრობლემის გადაჭრა და ახლა ამისთვის ფასს ვიხდით“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.





