ტრამპი ისრაელის პრემიერს და ოპოზიციის ლიდერს შეხვდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ვაშინგტონში, 27 იანვარს ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრამპი მათთან შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გეგმებთან დაკავშირებით მიიღებს ინფორმაციას. ამასთან, ტრამპი ჯერ ნეთანიაჰუს შეხვდება, შემდეგ კი ოპოზიციონერ ლიდერს.
როგორ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „სამშაბათს მასთან ერთად [ტრამპთან], ისტორიას შევქმნით“.
გასულ კვირაში რეპორტიორებთან საუბრის დროს, ტრამპმა თქვა, რომ პალესტინელები მის გეგმას თავდაპირველად შესაძლოა ნეგატიურად შეხვდნენ, თუმცა „ის ნამდვილად პოზიტიურია მათთვის“.





