ტრამპი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელებაზე: დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას ხელი არ შეუშლია ილონ მასკის საკუთრებაში არსებული თანამგზავრული სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში იყენებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში სისტემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 24 საათის განმავლობაში შეუქმნა პრობლემები რუსული დრონების განადგურების პროცესში. ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და, შესაძლოა, თავად მასკი შურს იძიებდნენ უკრაინაზე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტრამპის კრიტიკის გამო.
„დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. - „არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა ვინმე [ამაში ჩართული], რადგან ეს არ ვყოფილვარ მე და არ ვფიქრობ, რომ ეს ილონი ყოფილიყო“.
მან ამით უპასუხა Reuters-ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამგზავრული სისტემის მუშაობის შენელების ბრძანება სწორედ თეთრი სახლიდან გაიცა.
უკრაინელი ოფიციალური პირები ტრამპის განცხადებებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მთავრობიდან ვინმემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა სისტემის შეზღუდვაში.
„ჩვენი ბიჭები, რომლებიც SpaceX-თან კონტაქტობენ, ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში თეთრი სახლი იყო ჩართული“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.





