16 ოქტომბერი 2026, 22:18
ტრამპი ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ომი სწორედ პუტინმა დაიწყო: მე ვიცი დეტალები, გასაგებია? და გარკვეულ მომენტში ამ დეტალებს გავასაჯაროებ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ დასრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელმაც მას შეახსენა, რომ მანამდე უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმებს „სირცხვილი“ უწოდა, და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“, ტრამპმა უპასუხა:
იცოდეთ, მე ვიცი დეტალები, გასაგებია? და გარკვეულ მომენტში ამ დეტალებს გავასაჯაროებ. მაგრამ მე არაფერი მაინტერესებს გარდა ერთისა: მსურს, ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს. საშუალოდ ყოველთვიურად 25 ათასი სამხედრო იღუპება. გასულ თვეს 32 ათასი სამხედრო დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერს ასევე სურს ამ ომის დასრულება. და მჯერა, რომ ის დასრულდება. ეს არის ერთადერთი, რაც მადარდებს. მე მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს.





