მაკრონი: არსებობს დემონსტრაციისა და საკუთარი აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფილია - თუმცა, ამ უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა და პატივისცემა, ადამიანებისა და საკუთრების პატივისცემა და არა შეურაცხყოფა ან განადგურება
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
AFP
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ფრანგი ლიდერის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ის კანონმდებლობისა და სხვათა უფლებების პატივისცემას მოითხოვს.
„არსებობს დემონსტრაციისა და საკუთარი აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, რაც სრულად არის უზრუნველყოფილი. თუმცა, ამ უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა და პატივისცემა: ადამიანებისა და საკუთრების პატივისცემა - და არა შეურაცხყოფა ან განადგურება. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რათა შევინარჩუნოთ ეს უფლება“, - განაცხადა მაკრონმა.





