19 დეკემბერი 2016, 21:51
თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
მსოფლიო

ანდრეი კარლოვი
გაზიარება
“რია ნოვოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი თავდასხმისგან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ელჩზე თავდასხმა რამდენიმე საათის წინ, ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოხდა. ის გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა და სიტყვით გამოსვლა რომ დაასრულა ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ელჩის გარდა, სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
თურქულმა გამოცემა Hürriyet-მა თავდასხმის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.





