ინდონეზიის პრეზიდენტს ჯაკარტიდან დედაქალაქი კუნძულ იავაზე გადააქვს
მსოფლიო

ჯაკარტა
ფოტო:shutterstock.com
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ქვეყნის დედაქალაქის გადატანა ჯაკარტიდან კუნძულ იავაზე გადაწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის დაგეგმარებისა და ნაციონალური განვითარების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯაკარტის მოსახლეობა 30 მილიონს შეადგენს. ქალაქი მჭიდროდ არის დასახლებული, არის საცობები და მისი ჩაძირვის საფრთხე რეალურია - განაცხადა ქვეყნის დაგეგმარებისა და ნაციონალური განვითარების მინისტრმა ბროდჯონეგრომ.
ბოლო მონაცემებით ჯაკარტა 15 სანტიმეტრით ჩაიძირა.
მინისტრის ინფორმაციით, დედაქალაქისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ქალაქის გადატანას 10 წელი დასჭირდება. ხელისუფლება გეგმავს კერძო ინვესტორების დაინტერესებას.
ინდონეზიის დედაქალაქი, ჯაკარტა, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად იძირება, - წერს BBC .
მეცნიერების მტკიცებით, თუ ჩაძირვის პროცესი იმავე სისწრაფით გაგრძელდება, 2050 წელს მთელი ქალაქი წყლის ქვეშ იქნება.
17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის ორი პალატის დეპუტატებს, ასევე რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების წევრებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო დაახლოებით 800 ათასი საარჩევნო უბანი. არჩევნებზე აქტივობა 82% იყო.
260 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 93 მილიონს ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ძირითადი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო იბრძვიან. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოკო ვიდოდომ სწორედ სუბიანტოს აჯობა.
არჩევნების ოფიციალური შედეგები 22 მაისს გამოცხადდება.





