საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას დაგეგმილ მიტინგებზე 70 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული
მსოფლიო

ლორან ნუნიესი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, ხელისუფლება შაბათ-კვირას დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 70 000-მდე სამართალდამცველს გამოიყვანს.
ნუნიესის განცხადებით, სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება ძალადობისა და ძარცვისკენ მოწოდებები.
„ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი მოწოდება ულტრამემარცხენე და რადიკალურ ულტრამემარცხენე მოძრაობებთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან“, - განაცხადა ნუნიესმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრის ინფორმაციით, უსაფრთხოების ღონისძიებებში ჩაერთვებიან პოლიციის სპეციალური დანაყოფები. ასევე, მობილიზებული იქნება დაახლოებით 20 ჯავშანმანქანა და წყლის ჭავლის 15 მანქანა.





