სლოვაკი ევროპარლამენტარის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა
მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა, როდესაც სლოვაკმა ევროპარლამენტარმა მილან უჰრიკმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა.
„ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, ნუ გარბიხართ, ნუ გარბიხართ! თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ ზელენსკისთან ერთად ცდილობთ, ევროპელებს კიდევ 70 მილიარდი ევრო გამოსძალოთ. ცდილობთ, ევროკავშირის მშრომელ მოსახლეობას, რომელიც სულ უფრო ღარიბდება, ათობით მილიარდი ევრო წაართვათ მხოლოდ იმისთვის, რომ დააფინანსოთ ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ამას სწორედ მაშინ აკეთებთ, როდესაც მთელ კონტინენტზე ათასობით, მილიონობით ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს. ადამიანები აპროტესტებენ იმას, რომ ევროპაში ცხოვრება სულ უფრო ძვირდება, ფასების ზრდა კი არ წყდება. ან მაშინ, როდესაც ევროპის ქალაქებში ეს მემარცხენე ექსტრემისტები იმ მიგრანტებთან ერთად, რომლებიც თავად ჩამოიყვანეთ ევროპაში, ანგრევენ და წვავენ ჩვენს ევროპულ ქალაქებს ! გონს მოეგეთ და რეალობას დაუბრუნდით. მოუსმინეთ ხალს და შეწყვიტეთ აბსურდის დაფინანსება“, - განაცხადა მილან უჰერიკმა.





