იმედი

არქივი

სიახლეების ძიება კატეგორიით, თარიღით ან საკვანძო სიტყვით.

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:46

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:44

ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:43

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:38

ირაკლი კობახიძე: ყველაფრის მთავარი გარანტი არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა სისტემა, რომელიც დღეს არის გამორჩეული უამრავი შედეგით

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:35

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული - ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით ოთხი წლის წინ

სპორტი03 ოქტომბერი 2026, 22:32

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:29

ირაკლი კობახიძე: არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, უბრალოდ ვიღაცას უნდოდა, გამოეყენებინა ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ კანდიდატის სტატუსით, ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე იყო ამ გზის ერთგული და ერთგულია დღესაც

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:23

ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმში

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:18

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:07

პრემიერი: როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ, რესურსი არსებობდა, შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება ინფლაცია, თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 22:05

ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:54

ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:54

ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:43

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:41

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:39

ირაკლი კობახიძე პატიმარ დავითაძის საქმეზე: არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას, დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:31

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:21

ირაკლი კობახიძე: მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:20

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება

პოლიტიკა03 ოქტომბერი 2026, 21:15

დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ