უკან26 ნოემბერი 2026, 15:42
საქართველომ შესაძლოა, 2030 წელს მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს
საქართველომ შესაძლოა, 2030 წელს მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამ საკითხზე თურქეთში, მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ პეტრა სიორლინგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ჩემპიონატის ჩატარების პერსპექტივა და მაგიდის ჩოგბურთის განვითარების გზები განიხილეს.
გაზიარება








