უკან26 ნოემბერი 2026, 15:28
ერევანში მეშვიდე ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს
ერევანში მეშვიდე ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. პაატა სალიას თქმით, გამოცდილების გაზიარება და საერთო გამოწვევებზე თანამშრომლობა რეგიონის სამართლებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. ორდღიან ფორუმზე მონაწილეები იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე იმსჯელებენ.
გაზიარება








